logo
ENG



"საუბარი იყო პირდაპირი, ღია და ხისტი" - ავსტრიის კანცლერი პუტინს შეხვდა

11 აპრ 202220:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/11/f77wj80uxlnmo0h.jpeg

რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ნეჰამერმა აღნიშნა, საუბარი იყო პირდაპირი, ღია და ხისტი. მისივე თქმით, პუტინთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მისთვის ახსნა, რომ ომი უნდა დასრულდეს, რადგან ომში გამარჯვებულები არ არიან.

ნიჰამერმა აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გამკაცრდება და იმოქმედებს იქამდე, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს. შეხვედრაზე ასევე ჰუმანიტალური დერეფნების ორგანიზებაზე ისაუბრეს. კრემლს შეხვედრის შემდეგ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.


close დახურვა